შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე–2 მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისსა და ქუთაისში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი – 1957 წელს დაბადებული ოლეგ ო. და 1963 წელს დაბადებული ამირან ი. ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 12 ოქტომბერს ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რევაზ ხ-ს ოქროს ყელსაბამი და სამაჯური გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ოქროს ყელსაბამი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 178-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).