გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. რეალურად, ამის მიზანია სასამართლოს ხელისუფლების დამორჩილება, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
„დაწყებული არის ცილისმწამებლური კამპანია: ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებებით, სატელევიზიო შოუების მოწყობით ცდილობენ მაქსიმალურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების ჩატარებას. აშკარაა, რომ შემოწმების რეალური საფუძვლები არ არსებობს. არ არსებობს ამის ფაქტობრივი გარემოება და არანაირი მტკიცებულება. ასეთი გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. რეალურად, ამის მიზანია სასამართლოს ხელისუფლების დამორჩილება, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
ადეიშვილის რეფორმა საქართველოში არ განხორციელდება - „ვეტინგს“ ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასებას უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ხელისუფლება არ იზიარებს და რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას ახსენებენ. ადეიშვილის გარდა, „ვეტინგის“ მომხრეა მისი მოადგილე ნონა წოწორიაც, რომელიც სოციალურ ქსელში ირწმუნება, რომ ამ სისტემასთან კავშირი არ აქვს. რეალურად კი მარტივად იძებნება მისი მონაწილეობა - მოლდოვაში წოწორია „ვეტინგის“ კომისიის წევრია.