მაია ბითაძე: მიმდინარე წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ასპექტები სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გამოყენებას დაეყრდნოს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს ეკონომიკაში მეტი წილი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას

მაია ბითაძე: მიმდინარე წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ასპექტები სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გამოყენებას დაეყრდნოს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს ეკონომიკაში მეტი წილი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას

უკვე მიმდინარე წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ასპექტები სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გამოყენებას დაეყრდნოს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს ეკონომიკაში მეტი წილი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკას“ ბრიუსელში ვიზიტისას განუცხადა.

ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ბელგიის თავმჯდომარეობით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ღონისძიება ცირკულარულ ეკონომიკას ეძღვნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მიმდინარე წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ეკონომიკური ასპექტები სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გამოყენებას დაეყრდნოს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს ეკონომიკაში მეტი წილი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და ასევე, დეკარბონიზაციის, ანუ სათბური აირების გაფრქვევის შემცირება.

ევროკავშირთან ვაჭრობისა და საქმიანი ურთიერთობების სამომავლო გზაა სწორედ ცირკულარულ და მწვანე ეკონომიკაზე გადის, შესაბამისად, დღეს ჩვენი მხრიდან, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხრიდან გაზიარებული იქნება ინფორმაცია იმ სამართლებრივი და ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც სწორედ ცირკულარულ ეკონომიკას შესაძლოა, ეხებოდეს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.