მაკა ბოჭორიშვილი: ახალი მიმართულებები, რომლებიც ძირითადად ეხება გარემოს დაცვას, მწვანე ეკონომიკის განვითარებას პრიორიტეტულია ევროკავშირისთვის

მაკა ბოჭორიშვილი: ახალი მიმართულებები, რომლებიც ძირითადად ეხება გარემოს დაცვას, მწვანე ეკონომიკის განვითარებას პრიორიტეტულია ევროკავშირისთვის

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები - მაკა ბოჭორიშვილი და მაია ბითაძე ევროპელ კოლეგებთან ერთად ბელგიის თავმჯდომარეობით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ღონისძიება ცირკულარულ ეკონომიკას ეძღვნება. დღეს დელეგაციის წევრები ფლანდრიის პარლამენტში სიტყვითაც გამოვლენ.

„ახალი მიმართულებები, რომლებიც ძირითადად ეხება გარემოს დაცვას, მწვანე ეკონომიკის განვითარებას პრიორიტეტულია ევროკავშირისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. თუ გვსურს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სხვადასხვა მიმართულებით და სექტორების მიხედვით განვახორციელოთ, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულებები საქართველოშიც იყოს აქტუალური და ჩვენც ვიყოთ ჩართულები ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტსა თუ პროგრამაში“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.