აშშ-ში პირდაპირი ფრენები რომ არ არის, ამის გამო ვინმეს, ამერიკაში წამსვლელს პრობლემა აქვს შექმნილი? - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
„პირდაპირი ფრენები ამერიკასთან? საქართველომ რა გააკეთა ამისთვის, იქნებ მოიკითხოთ. უვიზო მიმოსვლა აშშ-ს რამდენ ქვეყანასთან აქვს? აშშ-ში პირდაპირი ფრენები რომ არ არის, ამის გამო ვინმეს, ამერიკაში წამსვლელს პრობლემა აქვს შექმნილი?“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.
სავიზო რეჟიმი, საჰაერო მიმოსვლა და სავაჭრო ურთიერთობები - რატომ არ ცვლის არაფერს ამერიკა და არის თუ არა ეს რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა, ამ საკითხზე შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. მმართველი გუნდი ორმხრივ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. ოპოზიცია კი ტრადიციულად ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს.