ამ წუთებში მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნების ყრილობას მართავს.
ყრილობის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მოძრაობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიმართა.
„დღეს იმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა. მოგახსენებთ, რომ ყრილობის მიერ არჩეული იყო ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრა პარტიის სახელწოდება, დამტკიცდა წესდება. ასევე არჩეული იყო პარტიის სარევიზიო კომისია. ახლა დღის წესრიგის მიხედვით პარტიის თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთ“, - განაცხადა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის ყრილობის დამფუძნებელმა 8 წევრმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინეს სოზარ სუბარის კანდიდატურა.