თუ „თბილისი პრაიდი“ ორგანიზდება იმისთვის, რომ პროპაგანდას უწოდოს რუსული, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების და კონკრეტულად ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები სათანადოდ არის დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„თუ „თბილისი პრაიდი“ ორგანიზდება იმისთვის, რომ პროპაგანდას უწოდოს რუსული, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების და კონკრეტულად ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები სათანადოდ არის დაცული. იქ, სადაც უფლებები არის დაცული და მათ პირიქით, ანუ პროპაგანდა, აგიტაცია და თავიანთი პოზიციის თავის მოხვევა სურთ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მაშინ მმართველი გუნდის განცხადება ამ პროპაგანდის წინააღმდეგ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით სწორი და ლეგიტიმურია“, - აღნიშნა წილოსანმა.