გიორგი ბოტკოველი: დღეს რეალურად ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს

გიორგი ბოტკოველი: დღეს რეალურად ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს

დღეს რეალურად ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის" რაღაც „ჩელენჯად" ჩამოყალიბდა.

„დღეს რეალურად ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ვნახეთ, რომ ვენეციის კომისია წინააღმდეგია იმ პროცესის, რომლის დაძლევასაც ივანიშვილის პარტია ცდილობს და რა თქმა უნდა, თუ ისინი ამ ყველაფერზე წავლენ, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაუსაბუთებელია და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში ამგვარმა კანონპროექტმა არ იმუშავა.

კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროს უკვე წარედგინა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.