მთელი ამ მცდელობების მიზანი არის ის, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში ხელის ფათური შეძლოს ოპოზიციამ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხად, რიტაც ვეტინგის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.
„საფრთხეს რომ შეიცავს, ეს მაგალითად ვენეციის კომისიის დასკვნაშიც წერია, რომელმაც იმსჯელა ალბანეთში ჩატარებულ იგივე ღონისძიებებთან დაკავშირებით. ალბანეთს რომ გაევლო 4 ტალღა რეფორმებისა, მერწმუნეთ, რომ ვეტინგის საჭიროება იქ არ დადგებოდა.
ეს სინამდვილეში გახლავთ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების რევიზია და არა ვეტინგი. შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მთელი ამ მცდელობების მიზანი არის ის, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში ხელის ფათური შეძლოს ოპოზიციამ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ე.წ ვეტინგის სისტემას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაააქტიურა, ოპოზიციის სრული მხარდაჭერაც არ აქვს. „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფებიც თანხმდებიან, რომ მიზანი სასამართლო სისტემის დამორჩილებაა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდის მსგავსად აღარ უნდა განმეორდეს. მმართველი გუნდის პოზიცია ე.წ ვეტინგის სისტემაზე მკაცრი და პრინციპული უარია.