გიორგი ბოტკოველი მმართველ გუნდზე: „ვეტინგის“ სისტემას არ გაიზიარებენ, რადგან ეს სისტემა პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს სასამართლო კლანი

გიორგი ბოტკოველი მმართველ გუნდზე: „ვეტინგის“ სისტემას არ გაიზიარებენ, რადგან ეს სისტემა პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს სასამართლო კლანი

ივანიშვილის პარტია ვეტინგის სისტემას არ გაიზიარებს, რადგან ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს სასამართლო კლანი, რომელიც დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„ეს არ არის მოულოდნელი, თუმცა, ეს არის ერთ-ერთი რეალური გამოსავალი იმ ფონზე, რა სასამართლოც დღეს აქვს საქართველოს“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

ე.წ. ვეტინგის სისტემა, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი - რატომ არის მიუღებელი და საქართველოს შემთხვევაში გაუმართლებელი, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ისაუბრა. მოქმედი მოსამართლე კონკრეტულ რისკებზე საუბრობს და ალბანეთის მაგალითი მოჰყავს.

ე.წ ვეტინგის სისტემაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს მმართველი გუნდიც. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სისტემა, რომლის შემოღებასაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დასამორჩილებლად.