მოქალაქე არ არის, ამ ქვეყანაზე განცხადებებს არ აკეთებს, წასულია უკრაინაში - როგორ შემოგაქვთ დღის წესრიგში ზურა ადეიშვილი, ვერ ვხვდები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.
„გვეკითხებიან ზურა ადეიშვილი, ზურა ადეიშვილი... კი, ზურა ადეიშვილი არის უკრაინის მოქალაქე და რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ მურუსიძის მართლმსაჯულების სისტემას არავინ უჯერებს. მოქალაქე არ არის, ამ ქვეყანაზე განცხადებებს არ აკეთებს, წასულია უკრაინაში - როგორ შემოგაქვთ დღის წესრიგში ზურა ადეიშვილი, ვერ ვხვდები“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ბრიუსელში, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა.