ყველამ კარგად იცის, რომ ტფილისზე მოწოლილი მტერი, შეიარაღებული წითელი არმიელები იმდენი არ არიან რიცხვით, როგორც თვით ტფილისში დაბუდებული მტრები.
ეს პირველ შეხედვით მშვიდობიანი ხალხი, ყოველ წამს უცდის შეირაღებას და საკმარისია ერთი პანიკა, რომელსაც თვითონ ეს ვაჟბატონები იწვევენ, რომ ისინი შეუერთდნენ გარედან შემოსულ მტერს.
ამიტომ ყველა მოქალაქის მოვალეობაა ფხიზლად ეჭიროს თვალი ამ ხალხზედა და არ მისცეს მათ განძრევისა და ამოქმედების საშუალება.
მთავრობამ და მისმა დამხმარე ორგანიზაციებმა ამას უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციონ.
თბილისში დაბუდებული ბოლშევიკი-რუსები, ებრაელები, სომხები, ავრცელებენ ყალბ ხმებს, ეწევიან პროვოკაციებს, დაბუდებული არიან სხვადასხვა სასურსათო საბჭოებში, თუ სხვა ორგანიზაციებში და შეგნებულად ებრძვიან ჩვენს თავდაცვას.
ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა ძირშივე იქმნეს მოსპობილი და შემჩნეული და საქმეში მოღალატეები დაჭერილი უნდა წარედგინოს სათანადო მთავრობას.
ფხიზლად მოქალაქენო, თბილისი სავსეა ჩვენი მტრებით.
ებრძოლეთ რესპუბლიკის ორგულებს ყოველი საშუალებით.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას