ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

გზავნილები ბრიუსელიდან და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა შეაფასა.

„გუშინდელ მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათივე შეფასებითა და კონკრეტული მაგალითებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მომდინარეობს და ეს საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. თუ არ მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციური პარტიებისა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.