უდავოა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან პოზიტიურია ევროკავშირის განზომილებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
„ტრაექტორია, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპულია - საქართველო მიდის სწორი გზით და მიდის ევროპული რეფორმებით. იყო ბატონი ბორელის გზავნილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ორმხრივი ინტერესი და პროცესი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.