გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით

ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ახლა უკვე ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანებისთვის ჩვენ, საქართველოს მხარეს პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით. დანარჩენი არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.