საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან და ძირითად მოთხოვნებთან, თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის თავსებადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ეს არის აღიარებული ნატოს ანგარიშებში, ამიტომ პრემიერი-მინისტრი კობახიძე ამ გაწეული სამუშაოთი და მიღწეული პროგრესით, რა თქმა უნდა, არის კარგ პოზიციაში. ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოსთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. დღესვე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.