„მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეხვედრებს აფასებს.
„ასპირანტი ქვეყანა ვართ, მაგრამ გაურკვეველი, ჰაერში გამოკიდებულია ჩვენი პერსპექტივა. ვაკაკუნებთ, ვაკაკუნებთ, მაგრამ იქიდან [ნატოდან] არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა რაც შეუძლია კობახიძეს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე არის ის, რომ მეტ-ნაკლებად, დახურულ კარს მიღმა მაინც სიცხადე შეიტანოს ჩვენს პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუ მოინდომებს, პრემიერს შეუძლია ნატო-ს შტაბ ბინიდან წამოიღოს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის უფრო მეტი და ხელშესახები პროგრამები“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. დღესვე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.