ბელგიის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ბელგიის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდება. ამის შესახებ ევროპულ საბჭოში ბელგიის წარმომადგენლობა იუწყება.

„ევროკავშირის ელჩებმა ახლახან შეათანხმეს სანქციების მე-13 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მიღებული. ის წერილობით პროცედურას გაივლის და ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდება“, - აცხადებენ უწყებაში.