ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ევროკავშირის გაფართოების საკითხში საფრანგეთის როლს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ ორმხრივ საპარლამენტო ვიზიტზე.