პირველმა ადამიანმა, რომელსაც Neuralink-მა თავის ტვინში ჩიპი ჩაუნერგა, აზრის ძალით კურსორის კონტროლი ისწავლა. ამის შესახებ Reuters-ი ილონ მასკზე დაყრდნობით წერს.
„კარგი პროგრესი გვაქვს. როგორც ჩანს, პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა, რაიმე გვერდითი ეფექტების შესახებ არაფერი გვსმენია. პაციენტს შეუძლია ეკრანზე კურსორის გადაადგილება უბრალოდ ამაზე ფიქრის შემდეგ“, - განაცხადა Neuralink-ის მფლობელმა.
მასკი ასევე განმარტავს, რომ ახლა მისი კომპანიის სპეციალისტების მთავარი მიზანია, პაციენტმა კურსორით დაჭერა ისწავლოს.
Neuralink-მა ადამიანს ჩიპი პირველად იანვრის ბოლოს ჩაუნერგა. ოპერაცია ჩაუტარეს პაციენტს პარალიზებული კიდურებით. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ის სრულფასოვნად შეძლებს სმარტფონის და კომპიუტერის მართვას აზრის ძალით.