ირაკლი ზარქუა The Economist-ის სტატიაზე: ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, განვითარების მხარდამჭერი

ირაკლი ზარქუა The Economist-ის სტატიაზე: ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, განვითარების მხარდამჭერი

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, განვითარების მხარდამჭერი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„შავით თეთრზე იკითხება, რომ ეს არის ჩვეულებრივად დაკვეთილი და ეს ხომ არახალია. ჩვენ ხომ ვიცით ბატონი სააკაშვილის ოჯახის წევრები ნაქურდალი ფულიდან რომ ლობისტურ კომპანიებს უხდიან და შემდეგ ხდება ამა თუ იმ საერთაშორისო გამოცემებში ბეჭდვა. ამას რა ძალა აქვს, წერონ და იკითხონ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, განვითარების მხარდამჭერი და ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ღირებულებების, ეკლესიის, ტრადიციების დამცველი, გვერდში მდგომი და ჩვენ ვამაყობთ ამით“,- აღნიშნა ზარქუამ.

„პატიმარი და ოლიგარქი - ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ - ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.