ახალ ცენტრს ქმნიდნენ თავისი ჭკუით და ახალი სახეები უნდოდათ შემოესაღებინათ - მელია ხაბემ რომ გააგდო და ისევ პოლიტიკაშია, ბატონი გვარამია - ეს ზონდერი პროკურორი, რომელიც ჰყავდა სააკაშვილის რეჟიმს, გიჟი ჯაფარიძე და ხოშტარია, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„როდესაც პარტიას ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, რაზე უნდა ვისაუბროთ, დამთავრებული თემაა. ეს ნიშნავს, რომ მათ როგორც შიდა, ისე გარე პატრონებს, ვინც რევოლუციურ სცენარებს ავითარებდა, უკვე ამოწურული აქვთ ნდობის რესურსი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ახალ ცენტრს ქმნიდნენ თავისი ჭკუით და ახალი სახეები უნდოდათ შემოესაღებინათ: მელია ხაბემ რომ გააგდო და ისევ პოლიტიკაშია, ბატონი გვარამია - ეს ზონდერი პროკურორი, რომელიც ჰყავდა სააკაშვილის რეჟიმს, გიჟი ჯაფარიძე და ხოშტარია, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება დღემდე. „ლელოც“ ცალკე გაიქცა, გეგონება ხაზარაძე არ იყო რომ ეთანამშრომლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს. ესენი არიან ნაცები და „ნეონაცები“ - რადიკალები და ხელმოცარულები“, - აღნიშნა ზარქუამ.
ოპოზიციური სპექტრი არჩევნებზე „მესამე ძალად“ ჩამოყალიბებას ცდილობს. არ არის გამორიცხული, რომ პარტიები, 5 პროცენტიანი ბარიერის გადასალახად გაერთიანდნენ.