ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ჟურნალისტთან კომუნიკაციას გიორგი ჩალაძე ადასტურებს

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ჟურნალისტთან კომუნიკაციას გიორგი ჩალაძე ადასტურებს

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ჟურნალისტთან კომუნიკაციას გიორგი ჩალაძე ადასტურებს, რომელიც კმაყოფილია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევით.

სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი „იმედთან“ სატელეფონო ჩართვის დროს ისევ სააკაშვილის წამებასა და მძიმე პირობებზე აკეთებს აქცენტს.

„ვენდელი, როგორც ხედავთ ბიძინაზეც ძალიან კარგად საუბრობს, აღწერს მის პერსონაჟს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ძალიან აზიანებს ის დამამცირებელი და მჩაგვრელი გარემო, სადაც სააკაშვილი არის დღეს. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია ერთი, ძალიან მარტივი წინადადება - რომ არ ავალებს საქართველოს მთავრობას გადაიყვანოს პრეზიდენტი სააკაშვილი სადმე სხვაგან. იქ არ არის მსჯელობა აღიარებს თუ არა წამებას, ხდება სპეკულაცია სტრასბურგის გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა ჩალაძემ.

„პატიმარი და ოლიგარქი - ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ - ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.