მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც The Economist-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიაში ფიგურირებს, ვერ იხსენებს, რომ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა

მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც The Economist-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიაში ფიგურირებს, ვერ იხსენებს, რომ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „ქრონიკასთან“ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიტანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

„არ მიმიწოდებია არანაირი [ინფორმაცია], ურთიერთობა არ გვქონია. ერთი წელია არ შევსულვართ შიგნით [სააკაშვილის პალატაში] და არ ვიცით რა მდგომარეობაა. 16 იანვარს არანაირი ინტერვიუ არ მიმიცია. ვერ ვიხსენებ. არ მიმიცია არანაირი ინტერვიუ ამ [ვენდელ სტივენსონი] ჟურნალისტისთვის და რა გავაკეთო ახლა“, - ამბობს ჯიშკარიანი სატელეფონო კომენტარში.

„პატიმარი და ოლიგარქი - ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ - ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.