დავით ხაჯიშვილი The Economist-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიაზე: არაფერი ახალი ამ სტატიაში არ არის. ამაზე წლებია ვსაუბრობთ

დავით ხაჯიშვილი The Economist-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიაზე: არაფერი ახალი ამ სტატიაში არ არის. ამაზე წლებია ვსაუბრობთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილი ბრიტანულ გამოცემა The Economist-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიას გამოეხმაურა.

ხაჯიშვილი აცხადებს, რომ სტატიაში ყველაფერი სიმართლე წერია.

„ამ სტატიაში წერია ყველაფერი სიმართლე, რაც მოსახლეობამ იცის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არაფერი ახალი ამ სტატიაში არ არის. ამაზე წლებია ვსაუბრობთ. ყველაფერი წერია ისე, როგორც არის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ხაჯიშვილმა „ქრონიკასთან“.

„პატიმარი და ოლიგარქი - ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ - ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.