იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა იქ შეიძლება უხერხული იყოს, ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მე უბრალოდ იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა იქ შეიძლება უხერხული იყოს, თუმცა, ჩვენგან იქნება სანდრო რაქვიაშვილი და ამბავს გამოიტანს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.