მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ ოპოზიციურ ველზე, თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ ოპოზიციურ ველზე, თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან

ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ ოპოზიციურ ველზე, თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან. თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, - ამის შესახებ აპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, როცა გახარია ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნოს, ჯერ გაემიჯნოს თავის წარსულს ამ მიმართულებით - როდესაც მან ჯერ უღალატა თავისივე გუნდს და შემდეგ კოალიცია შეუქმნა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება გვარამიას ნაცებისგან გამიჯვნას, ეს სასწაულად მიმაჩნია და ამაზე არგუმენტებიც არ არის საჭირო - როგორ შეიძლება გაემიჯნონ ერთმანეთს ადამიანები და პოლიტიკოსები, როდესაც საერთო წასული ჰქონდათ და საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ. ამიტომ ეს ხელოვნური გამიჯვნები შედეგს ვერ მოუტანს ოპოზიციას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.