ქეთი შოშიაშვილი: ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ

ქეთი შოშიაშვილი: ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ.

#სინამდვილეში, ისინი ვინც ცდილობენ საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ და ამით რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ითრევენ.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. სწორედ მაშინ ითქვა ფრაზა, რომ უკრაინისთვის რუსეთზე სანქციებით და მებრძოლების გაგზავნით დაუხმარებლობას „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდა“.

‼️ „საერთაშორისო გამჭვირვალობა" იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ. ასეთი განცხადებები აჩენს აღქმას, რომ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთზე თავდასხმისთვის დერეფანს გახსნიდნენ.

‼️ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია, რომლის მიმდინარე პროექტების დაფინანსება დაახლოებით 6 000 000 ლარია, ანტიქართულ პროპაგანდას ავრცელებს.

ლაზი თუ უკრაინას შეიარაღება არ ყოფნის, აქ რატომ გვიგზავნიან. პირდაპირ ვერ წაიღეს თუ სხვაგან მიქონდათ? თუ ახლა, მაგათაც ისეთი დაცული საზღვრები აქვთ, რომ ჩიტი ვერ გადაფრინდება.
მაინც, რას უხდიან ასეთს, ამ ღვთის პირიდან გადავარდნილებს, უკრაინიდან შემოტანილი ბომბების აღმოჩენა დანაშაულად რომ მიაჩნიათ.
ამიტომაც იბრძოდნენ კბილებითა და ბრჭყალებით იმ ფარას კანონის წინააღმდეგ.
1 წლის უკან