გიორგი ვოლსკი: გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოყოფია, მისი გადარჩენისთვის იბრძვის. რაც შეეხება გახარიასთან ურთიერთობას, ზუსტად იცის, რომ გახარიამ სწორედ ის გააკეთა, რაც შეუკვეთა „ნაცმოძრაობამ“

გიორგი ვოლსკი: გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოყოფია, მისი გადარჩენისთვის იბრძვის. რაც შეეხება გახარიასთან ურთიერთობას, ზუსტად იცის, რომ გახარიამ სწორედ ის გააკეთა, რაც შეუკვეთა „ნაცმოძრაობამ“

გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოყოფია, მისი გადარჩენისთვის იბრძვის. რაც შეეხება გახარიასთან ურთიერთობას, ზუსტად იცის, რომ გახარიამ სწორედ ის გააკეთა, რაც შეუკვეთა „ნაცმოძრაობამ“ , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოყოფია, მისი გადარჩენისთვის იბრძვის. რაც შეეხება გახარიასთან ურთიერთობას, ზუსტად იცის, რომ გახარიამ სწორედ ის გააკეთა, რაც შეუკვეთა „ნაცმოძრაობამ“ და ისე ვითარდებოდა სცენარი, როგორც „ნაცმოძრაობას“ აწყობდა. მთავარი როლი სცენარის განვითარებაში გახარიას ეკუთვნოდა და დღესაც მათი თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რას გადაუძახებენ ერთმანეთს, თვალსაჩინოა და ამას ზედმეტი შეფასება არ სჭირდება. ისინი ერთად მუშაობენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ოპოზიცია კვლავ გადაჯგუფების ფაზაშია - მას შემდეგ, რაც გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად პოლიტიკურ ველზე ბრძოლა დააანონსა, ამჯერად მან თანამშრომლობისთვის საინტერესო ფიგურად გიორგი გახარია დაასახელა, თუმცა საპასუხოდ გახარიას გუნდისგან იგივე ვერ მიიღო.