უფრო მეტად რაც მოსალოდნელია, კვლავ გამოიყენებს ამ პლატფორმას [პარლამენტს] ზურაბიშვილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ფორმით წაახალისოს ოპოზიცია და პოლარიზაცია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რადგან მაინცდამაინც ბევრიც არაფერი აქვს მოსათხრობი ამ მიმართულებით. აქვს საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული უფლებამოსილებების თაობაზე დავა გააჩაღა და ამას მოჰყვა კონკრეტული პრობლემები. უფრო მეტად რაც მოსალოდნელია, კვლავ გამოიყენებს ამ პლატფორმას [პარლამენტს] ზურაბიშვილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ფორმით წაახალისოს ოპოზიცია და პოლარიზაცია ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.