აბსოლუტურად უსაფუძვლო, მოგონილი სიცრუის ტირაჟირება გახდა დამახასიათებელი პრეზიდენტის განცხადებებისთვის, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა,
„ნებისმიერი მისი [პრეზიდენტის] განცხადება ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ შემაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ თავისი ინტერესით, პათოსით უპირისპირდება საქართველოს რეალურ ინტერესს - შეინარჩუნოს სტაბილურობა, განავითაროს ეკონომიკა. აბსოლუტურად უსაფუძვლო, მოგონილი სიცრუის ტირაჟირება გახდა დამახასიათებელი მისი განცხადებებისთვის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.