გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-მელიას ალიანსზე: თუ მელიას კეზერაშვილის ფინანსებზე ხელი არ მიუწვდება, ახლა ამ დუეტის ფინანსებს გარკვეულწილად გამოიყენებს

გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-მელიას ალიანსზე: თუ მელიას კეზერაშვილის ფინანსებზე ხელი არ მიუწვდება, ახლა ამ დუეტის ფინანსებს გარკვეულწილად გამოიყენებს

ლოიალობა, სიმპათია ერთმანეთის მიმართ ადრეც არაერთხელ იყო დადასტურებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ნიკა მელიასთან თანამშრომლობის შესახებ.

„არის კიდევ ერთი საკითხი, თუ მელიას კეზერაშვილის ფინანსებზე ხელი არ მიუწვდება, ახლა ამ დუეტის ფინანსებს გარკვეულწილად გამოიყენებს“, - აცხადებს ვოლსკი.

„ლელოს" თავმჯდომარემ ნიკა მელიასთან თანამშრომლობა დააანონსა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.