მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში,- ვკითხულობთ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებაში.
ღონისძიებას თამარ ტალიაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ: აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე.
“მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.
️შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ელჩი მონიკა ქრაული არის არა მხოლოდ წარმატებული და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ასევე გამორჩეული და ცნობილი ავტორია. აქვე, მსურს მადლობა გადავუხადო მას ავტოგრაფისა და გულითადი ჩანაწერის დატოვებისთვის მის გამოცემულ წიგნში.”-წერს ტალიაშვილი Facebook-ზე.