მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია

მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია

ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ხელის შეშლის იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად განცხადება განცხადებას მოსდევდა ლობისტების მიერ გავრცელებული, რომელიც რეალურად იმ საქმეს ემსახურებოდა, რომ რამენაირად ქვეყანას ხელი შეშლოდა რეპუტაციული ზიანის ფონზე კანდიდატის სტატუსის კი არა ზოგადად წინსვლის თვალსაზრისით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტისგან ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ბევრ მრავალრიცხოვან აქციას და სამიზნის გასწორებას ითხოვს. პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს.