მიხეილ სააკაშვილი არის სირცხვილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები მილიონობით დოლარს იხდიდნენ, იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„ის შევა ისტორიაში, გარდა იმისა რომ არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, იმით თუ როგორ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და დეზინფორმაციის მეშვეობით, რომელშიც მისი ოჯახი მილიონობით დოლარს იხდიდა, ცდილობდა რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო მისი მიზანი“, - ამბობს იონათამიშვილი.
მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტისგან ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ბევრ მრავალრიცხოვან აქციას და სამიზნის გასწორებას ითხოვს.პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს.