„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე სამართალი აუცილებლად უნდა დადგეს.
„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე სამართალი აუცილებლად უნდა დადგეს.
„აუცილებლად უნდა დადგეს სამართალი ამ ძალასთან მიმართებაში და მითუმეტეს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ძალებში არსებობდნენ ჯანსაღი ძალები, რომ პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს. იმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით დავიწყოთ გაჯანსაღება, თუ არა და ისევ იგივე წრეზე მოგვიწევს სიარული. ისევ ეს ძალა, ისევ ეს მათი მხილება, დაცინვა, ქილიკი და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული თემა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ ამ ჩვენი წერილით და შემდეგ გავაგრძელებთ თუ როგორ მოვახერხოთ ამ ძალის განეიტრალება. ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.