გიორგი ვოლსკის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ თავად აფხაზეთის საზოგადოებაში გამოიწვევს მღელვარებას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი მოვლენებს აკვირდება.
„აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა. არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება უფრო რადიკალური განცხადებები, თითქოს, ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. განცხადება გაკეთდა ყოველთვის, როცა ეს საჭირო იყო, მიღებულია შესაბამისი რეზოლუციები და დოკუმენტურად დადასტურებულია ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. ოპოზიციას სურს, რომ ვითარების გართულება სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვითარების შექმნაში დანაშაული მათ მიუძღვით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილების რატიფიცირება დღეს ღამით განახორციელა. ამას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა.