ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

"დსთ-ს არაოფიციალურ სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის არაფორმალური კონტაქტები შედგა. განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაიმართა", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.