ნიუ დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნიუ დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. ინციდენტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. აფეთქება ადგილობრივი დროით 17:20 საათზე მოხდა, თუმცა ადგილზე მისულმა სამართლდამცველებზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.