საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ორგანიზებით, ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში I, II, III, IV, V ქვეითი და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადების, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ და შერეული საავიაციო ბრიგადის ფრენბურთის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. თამაშები სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დარბაზში ჩატარდა.
ტურნირის მსვლელობას ფრენბურთის ფედერაციიდან მოვლენილი მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. ფრენბურთის ტურნირში პირველი ადგილის მფლობელი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულებს, სიგელთან ერთად, ჩემპიონატის თასიც გადაეცათ. მეორე ადგილზე II ქვეითი ბრიგადის სამხედროები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი გვარდიელებს ერგოთ წილად.