ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის „ნაცების“ შიდა ამბავი, მათ შორის ყოფილი „ნაცების“ დაბრუნების ერთ-ერთი გზა, ჩვენ არ გვეხება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის „ნაცების“ შიდა ამბავი, მათ შორის ყოფილი „ნაცების“ დაბრუნების ერთ-ერთი გზა, ჩვენ არ გვეხება

როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის „ნაცების“ შიდა ამბავი, მათ შორის ყოფილი „ნაცების“ ან „ნაცებიდან“ წასული ადამიანების დაბრუნების ერთ-ერთი გზა, - ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნის თაობაზე.

„როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის „ნაცების“ შიდა ამბავი, მათ შორის ყოფილი „ნაცების“ ან „ნაცებიდან“ წასული ადამიანების დაბრუნების ერთ-ერთი გზა. ჩვენ არ გვეხება, ამიტომ ხელს არ შევუშლით. ზოგადად, სწორია - „ლელოც“ უნდა დაიბრუნონ, ზურაბ ჯაფარიძეც, „ლიაკა“ და ა.შ. თუ ასეთ პლატფორმას შექმნიან, მაქსიმალურად წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.