როდესაც დანიის მთავრობა ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის შიგნით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და ზოგადად ეწინააღმდეგება პოლიტიკის კეთილსინდისიერი წარმოების პრინციპებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„დანიის ელჩი და საელჩო ნაცვლად იმისა, რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით და სასამართლოებზე სიარულით და ნაცვლად ამისა, დაკავებული იყვნენ თავისი ძირითადი ფუნქციით, რასაც ჰქვია ქვეყნის წარმომადგენლობა, წესით ისინი უნდა განმარტავდნენ რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ არანაირი ევროპული ინტეგრაციის შეჩერება არასდროს მომხდარა, მითუმეტეს 28 ნოემბერს, როგორც ისინი ციტირებენ.გულდასაწყვეტია, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით .
დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას. მე დღეს გავასაჯაროებ იმ წერის და ჩემს პასუხსაც. ამ წერილთან დაკავშირებით მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ რა თქმა უნდა ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და მეორე, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა. მივუთითე წესების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ფორმატებში და არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არვის, რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა.
ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომელიც შეთანხმებულია. რაც არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, რომელზეც თითქოს ევროკავშირი წუხს და ებრძვის და ამავე დროს თავად არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები. ჩვენ ხომ ამას ედგებოდნენ, რომ ევროკავშირი არის წესები. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი მაშინ არის წესები, როდესაც ეს წესები აწყობთ და როდესაც ეს წესები არ აწყობთ, მაშინ არის ჯუნგლების კანონი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.