ახლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა, რომ პარლამენტზე შტურმის განმხორციელებელი ხალხის მფარველები არიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით ორი რამ გამოვლინდა - დადასტურდა, რომ 20 ივნისს იყო ძალადობა და შტურმი საქართველოს პარლამენტზე, რომ ნიკა მელია ამ შტურმში ჩართული ადამიანი იყო; ასევე სტრასბურგის სასამართლომ გამოავლინა, რომ გამოძიების დროს იყო ხარვეზები და ბოლომდე არ დადგინდა, რამდენად სწორად დაიგეგმა ძალადობრივი თავდასხმის მოგერიების ოპერაცია.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით ორი რამ გამოვლინდა - დადასტურდა, რომ 20 ივნისს იყო ძალადობა და შტურმი საქართველოს პარლამენტზე, რომ ნიკა მელია ამ შტურმში ჩართული ადამიანი იყო. ნიკა მელია, რომელიც ევროკავშირმა გირაოთი დაიხსნა და ამ დანაშაულის გამო იყო პატიმრობაში. ამის შემდეგ ის უარესი ექსტრემისტი გახდა. ასევე დადასტურდა, რომ ევროკავშირი მფარველობდა მათ, ვინც 2019 წლის 20 ივნისს ძალადობრივ შტურმში იყო ჩართული პარლამენტის წინააღმდეგ. ახლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა, რომ პარლამენტზე შტურმის განმხორციელებელი ხალხის მფარველები არიან. ასევე გამოავლინა სტრასბურგის სასამართლომ, რომ გამოძიების დროს იყო ხარვეზები და ბოლომდე არ დადგინდა, რამდენად სწორად დაიგეგმა ძალადობრივი თავდასხმის მოგერიების ოპერაცია. ამ საკითხს ახლა იკვლევს პროკურატურა და გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.