შალვა პაპუაშვილი: ასეთ ზღაპრებს შეჩვეული ვართ. გებელსისეული პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ რაც შეიძლება „მამალი ტყუილი“ იყოს

შალვა პაპუაშვილი: ასეთ ზღაპრებს შეჩვეული ვართ. გებელსისეული პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ რაც შეიძლება „მამალი ტყუილი“ იყოს

ასეთ ზღაპრებს შეჩვეული ვართ. ესეც სხვათა შორის გებელსისეული პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ რაც შეიძლება მამალი ტყუილი“ უნდა იყოს, რომ მერე ყველას დააჯერო“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ცანავას განცხადებაზე, რომ მისი დაკავება ლევან ხაბეიშვილს უკავშირდება და სუს- კომპრომატების მოგროვება სურს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის სიცრუე და ამ ტყუილით მას სურს გადაფაროს საკუთარი დანაშაული.

ფაქტია, რომ უცხოელებს სძალავდა ფულს, რომ რაღაც შეღავათები გაეკეთებინა. მათ შორის უვიზო მიმოსვლაზე, რომ შესტკივათ გული, ზუსტად ასეთი სქემებია რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, როდესაც ზოგიერთი ცდილობს ასეთი სქემებით საქართველოში ყოფნის ნებართვა მოიპოვონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ლაშა ცანავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

დაკავებული ლაშა ცანავა ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.