ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს არის პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი, ახლა ცოტა „ნაცებისკენ“ გადავიხარე და მოდით, „ქოცებისკენ“ გადმოვიდეთო

ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს არის პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი, ახლა ცოტა „ნაცებისკენ“ გადავიხარე და მოდით, „ქოცებისკენ“ გადმოვიდეთო

სააკაშვილი უკვე ციხეშია და საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მისი გადაყვანა მოხდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი „ნაც-ქოცურ“ კოორდინატებში.

„მიხეილ სააკაშვილი ყველა ვარიანტში ციხეში ზის. ის, რომ ეს ტექნიკურად ორი ოთახისგან შედგება და არა ერთისგან, სიტუაციას საერთოდ არ ცვლის. რაც მთავარია, ამის გამო არავინ არ წუხს და პრობლემა არ არის, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“. ხელისუფლებისთვის თუ არ არის პრობლემა, გახარიას რატომ დააინტერესა? – ეს არის ჩვეულებრივი პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი „ნაც-ქოცურ“ კოორდინატებში, რომ ახლა ცოტა „ნაცებისკენ“ გადავიხარე და მოდით, „ქოცებისკენ“ გადმოვიდეთო. ასეთი რამე ყველა პარტიას სჭირს, როცა არ აქვს მკაფიო პოზიცია რაღაც საკითხებზე. მათი მესმის, მაგრამ ჩვენ მოგვბაძონ და პოზიცია ჩამოაყალიბონ, მაშინ არ შეეშინდებათ არც „ნაცებთან“ და არც „ქოცებთან“ დაახლოების“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

Gami ხვიჩია და მეგრელიშვილის ფონზე, რომ უფრო იდიოტი ხარ, ამას მოხერხება ხომ უნდა.
1 წლის უკან