გივი მიქანაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია - მან თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა

გივი მიქანაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია - მან თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია და მხოლოდ ერთ მიზანს ეფუძნება - გააჟღეროს რაღაც იდეები და საზოგადოებაში წარმოაჩინოს, რომ კვლავაც აქტუალურია, მისი პიროვნება კი - საინტერესო. „ეს იმ დროს, როცა სააკაშვილმა თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.