ნინო წილოსანი: სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს

ნინო წილოსანი: სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს

სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სუპერ-პაკში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური დასამარება იქნება.

„სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს. ეჭვი მეპარება, რომ მისი ეს იდეა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს მოწონებული, რადგან ეს ამ პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური დასამარება იქნება“, - აღნიშნა წილოსანმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.