პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით - დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
მანამდე ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სხვა მსროლელთა არსებობა დადასტურებული არ არის და მოსახლეობას პოლიციის მითითებების შესრულებისკენ მოუწოდა.