ნაციონალური მოძრაობა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები ცხოვრებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც ერთიანობის კომიტეტის შექმნას ითვალისწინებს.
„ეს არის უსუსური მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე რაღაცნაირად შენარჩუნდეს პოლიტიკური აქტუალობა. საჭიროება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ რაღაც ახალი ფორმატები გამოიგონონ. რეალურად, დღეს ეს პარტია არის გახრწნილი პარტია, რომელიც თავისი შინაარსითა და მმართველობის ფორმით არის თავიდან ბოლომდე დევალვირებული და მას არანაირი არსი და შინაარსი არ აქვს. საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერაფერს, რაც შეიძლება მისთვის იყოს სახარბიელო და სიკეთის მომტანი. ამიტომაც, პოლიტიკური აქტივობის მიზნით არის გაჟღერებული ეს იდეები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ამას წინ უძღოდა „ნაცმოძრაობის“ პრაქტიკულად დაშლა, რაც კარგი იქნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი სუპერ პაკი.