ირაკლი ქადაგიშვილი: ხაზარაძე იქნება თუ გახარია, შეეცდებიან, მაქსიმალურად მკვეთრი განცხადებები აკეთონ, რათა ეს 3-4 წელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით გაატარეს, ხალხს დაავიწყონ

ირაკლი ქადაგიშვილი: ხაზარაძე იქნება თუ გახარია, შეეცდებიან, მაქსიმალურად მკვეთრი განცხადებები აკეთონ, რათა ეს 3-4 წელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით გაატარეს, ხალხს დაავიწყონ

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს უკვე, თითქმის კეთროვანად გადაქცეულ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„რადიკალურ ოპოზიციაში იქნება ახლა ძალიან დიდი დაქორწინება-გაყრის ბატალიები. სააკაშვილი შეეცდება, რაც მისითა და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ოპოზიცია სპეკულირება, ამასთან დაკავშირებით ყველას ბოლომდე მოსთხოვოს პასუხი. იგი აქ ხაზარაძესა და კიდევ ბევრს ახსენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა სუბიექტები: ხაზარაძე იქნება თუ გახარია, ამ ბოლო პერიოდში შეეცდებიან, მაქსიმალურად მკვეთრი განცხადებები აკეთონ, რათა ეს 3-4 წელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით გაატარეს, ხალხს დაავიწყონ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი სუპერ პაკი.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.